მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ვენახებს ჩეხენ - მთავრობა მფლობელებს 1ჰა ვენახის ამოძირკვის სანაცვლოდ €4000-ს სთავაზობს

ვენახი

საფრანგეთის მთავრობა ბორდოში 30 000 ჰექტარზე ვენახის ამოსაძირკვად 120 მლნ ევროს დახარჯვას გეგმავს. ამის მიზეზი ღვინის მოხმარების შემცირებაა. ინფორმაციას EURONEWS-ი ავრცელებს.

ვენახის მფლობელებს სახელმწიფო ერთ ჰექტარზე 4000 ევროს სთავაზობს. მათ ვინც დათანხმდება მთავრობის შეთავაზებას, ვენახის ხელახლა დარგვის უფლება არ ექნება 2029 წლამდე.

ცნობისთვის, საფრანგეთში ღვინის მოხმარება ბოლო 60 წლის განმავლობაში 70%-ით შემცირდა. საშუალოდ საფრანგეთის მოქალაქე წელიწადში 120 ლიტრ ღვინოს სვამდა 1960-იანი წლების პერიოდში. ახლა კი 40 ლიტრს მოიხმარს. ეს ტრენდი მზარდია და როგორც სახელმწიფო უწყება FranceAgriMer იტყობინება, წითელი ღვინის გაყიდვები ბოლო სამ წელიწადში 15%-ით არის შემცირებული. ალკოჰოლური სასმლის მოხმარების ქცევის ცვლილება შესამჩნევია ახალგაზრდებში, რომლებიც ხშირად ღვინოს ლუდს ამჯობინებენ.

საფრანგეთის ღვინის ინდუსტრიაზე გავლენა იქონია ღვინოზე საერთაშორისო მოთხოვნის შემცირებამაც. 2023 წელს საფრანგეთიდან ღვინის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 10%-ით შემცირდა. ცნობისთვის, საფრანგეთი იყო ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი მსოფლიოში 2023 წელს, როდესაც გლობალურ ბაზარს 48 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო მიაწოდა. წელს კი სავარაუდოდ, პირველ ადგილს იტალიას დაუთმობს. ამასთან, ჩინეთში, რომელიც ფრანგული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი იყო, საფრანგეთიდან ღვინის ექსპორტი შემცირდა, ვინაიდან გაიზარდა შიდა წარმოება და ამასთან, ჩინელებმა ფრანგული ღვინო ესპანური და იტალიური ღვინით ჩაანაცვლეს.

ყველა ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ საფრანგეთის ჟირონდის რეგიონში უკვე გაჩეხეს ვენახების ნაწილი. მთავრობის შემდგომი გეგმა ბორდოში 30 000 ჰექტრის განადგურებაა, სამომავლოდ კი ჯამში 100 000 ჰექტარი ვენახის ამოძირკვა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები