მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრენი აპარატების ექსპორტი $13.4 მილიონამდე გაიზარდა - სად გავყიდეთ?

საფრენი აპარატები

მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველომ საფრენი აპარატების ექსპორტით 13 მილიონ 408 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის რიცხვებს 160%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საფრენი აპარატების შემოსავლებში ადგილობრივი ექსპორტის წილი 53%-ია, დანარჩენი კი რეექსპორტს წარმოადგენს.

ჯამში ამ პერიოდში საქართველოდან 2 ქვეყანაში 75 ტონა საფრენი აპარატები გავიდა. აქედან ყველაზე მეტი 7 მილიონ 158 ათასი დოლარის ღირებულების 65 ტონა საფრენი აპარატები გერმანიაში ადგილობრივი ექსპორტით გავიტანეთ, კონგოში კი 6 მილიონ 250 ათასი დოლარის ღირებულების 10 ტონა საქონელი რეექსპორტირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის იანვარ-აპრილში საფრენი აპარატების ექსპორტი მხოლოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა [$5 მლნ] და აზერბაიჯანში [$44 ათასი] გვქონდა. 2023 წლის 4 თვეში კი გერმანიაში 3 მილიონ 232 ათასი დოლარის, სომხეთში კი სულ რაღაც 9 ათასი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატები გავყიდეთ.


ქართულ-პოლონურმა საწარმომ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენება მოაწყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები