მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეღავათები და ინოვაცია

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, საქართველოში ინოვაციური სტატუსის მქონე სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების ამოქმედება მიმართულია საქართველოს, როგორც ინოვაციების მიმართულებით რეგიონული ცენტრის განვითარებაზე შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამ შეღავათის გათვალისწინებით, საქართველოში არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური სტარტაპებიც გადაწყვეტენ განაგრძონ საქმიანობა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ მთავრობის მიერ მიღებული საგადასახადო შეღავათებმა ხელშესახები ეფექტები უკვე გამოიღო, რაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსს უკავშირდება. ამ სტატუსს უკვე 120-ზე მეტი კომპანია ფლობს, ხოლო მათ მიერ მომსახურების ექსპორტმა 2023 წელს 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

დღეს მთავრობას სხვა ტიპის გადაწყვეტილება აქვს მიღებული - საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება. კომპანიები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ 3 წლის ვადით ყველა გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

რა მოლოდინები აქვს ბიზნესს?

სტუმარი: თორნიკე სულაბერიძე - ICTA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები