მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგადასახადო შეღავათი ქვეყანაში კაპიტალის შემოტანას ხელს უწყობს - დავითაშვილი "ოფშორების" კანონზე

ლევან დავითაშვილი

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ოფშორული კომპანიების საკუთრებაში არსებული აქტივების საქართველოში გადმოტანის საგადასახადო შეღავათი ქვეყანაში კაპიტალის შემოტანას უწყობს ხელს.

ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია მოხდა თუ არა ქვეყანაში 481 მილიონი დოლარის ნახატებისა და 33 მილიონი დოლარის ღირებულების ქანდაკებების იმპორტი ოფშორული კომპანიების საგადასახადო შეღავათის საფუძველზე.

- კითხვა: იყო თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილის ნახატების და ქანდაკებების იმპორტი? თუ დაინტერესებულხართ ამით როდესაც იმპორტი 500 მილიონი დოლარით იზრდება?

"ამ ტრანზაქციებზე ინფორმაცია არ გამაჩნია. არ მაქვს ინფორმაცია და შეგიძლიათ დააზუსტოთ შემოსავლების სამსახურში და კოლეგები ფინანსთა სამინისტროდან მოგაწვდიან ამ ინფორმაციას.

ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი, რომელიც სტიმულს აძლევს ქვეყანაში კაპიტალის შემოტანა ხელს უწყობს. ეს საგადასახადო შეღავათები ხომ არ ეხება მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებს, ეს ეხება ზოგადად ქვეყანაში კაპიტალის შემოტანის წახალისებას. ნებისმიერი წამახალისებელი ღონისძიება მხარდაჭერილია", - პასუხობს დავითაშვილი.

თუკი 514 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების იმპორტი ე.წ. ოფშორების კანონის შეღავათის საფუძველზე განხორციელდა, მისი იმპორტიორი ამ საქონლის ღირებულების 18%-ის ოდენობის დღგ-ისგან ანუ 92.5 მილიონი დოლარის (260 მილიონი ლარის) დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლდებოდა.

BMG-მ შემოსავლების სამსახურს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით მიმართა ისარგებლა თუ არა ამ დრომდე რომელიმე კომპანიამ მიერ ე.წ. ოფშორების საგადასახადო შეღავათით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები