მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში $5 000 ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

ყალბი ფული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

საქმე ეხება, შიდა ქართლის რეგიონში, საერთო ჯამში, 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 32 ცალი 100 დოლარიანი და 36 ცალი 50 დოლარიანი კუპიურების გასაღებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები