მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავა

6094d7967d38c
თელარა გელანტია
07.05.21 10:00
3443
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა და ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავა.

კერძოდ, როგორც bm.ge-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა 5 აფთიაქი, საიდანაც უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

"5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები