მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგანგებო სიტუაციების ცენტრის მოწოდება კორონავირუსთან დაკავშირებით

5e346556b50c4
BM.GE
31.01.20 21:22
2748
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყების პრესსამსახურთან აქტიურ კომუნიკაციას სთხოვს.

"მნიშვნელოვანია, მედიის წარმომადგენლებმა მიიღონ ინფორმაცია, თუ რა დროს, სად, რა მანძილის დაცვით და უსაფრთხოების რა კონკრეტული ნორმების გათვალისწინებით უნდა იმუშაონ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხის თითოეული შემთხვევის დროს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, გაეცნოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მითითებებს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სრული მზადყოფნა შესაძლო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში პირადი უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ", - წერია განცხადებაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულებზე:

https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=8c76f377-33cc-4814-bead-fad947a8bf8b

https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=faf76ef4-fb55-4856-8f7a-640438d130e2

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები