საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებისათვის, 17 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 24 აგვისტოს ჩათვლით თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)- კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით ჩაიკეტება.
მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვაზიანი-სართიჭალა-საგარეჯო-თოხლიაურის გზაზე.




























