მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეჯოში ბიო ნუშის წარმოება დაიწყო - რა ეღირება 1 კგ ნუში?

6426af144ae63
ლიკა გურაბანიძე
03.04.23 09:00
3360
საგარეჯოში ბიო ნუშის წარმოება დაიწყო. კომპანია "გეონუში" წელს პირველ მოსავალს ელოდება. კომპანიის დამფუძნებელი თორნიკე მჭედლიშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ წელს ნაყოფის პირველ ნიშანს, სამ ტონამდე მოსავალს მიიღებს, რაც საექსპორტოდ საკმარისი არ იქნება, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე სატესტოდ გაყიდის,ხოლო, 2024 წლიდან ის ექსპორტზე გასვლასაც დაიწყებს.

წელს ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის 1 კგ ნუშის ფასი 8-9 დოლარის ექვივალენტი იქნება ლარში.

“მომდევნო წლებიდან ექსპორტს აქტიურად დავიწყებ. ბიო ნუშის წარმოება იშვიათია და საქართველოშიც ბევრი ამ მეთოდით არ აწარმოებს. სანამ ექსპორტზე გავიტანთ, ვფიქრობ, რომ ბიო ნუში ადგილობრივი ბაზრისთვისაც საინტერესო იქნება და რამდენიმე მარკეტს შევთავაზებ გასაყიდად.

ბიო პროდუქტის მოყვანა სხვა პროდუქციასთან შედარებით ძვირი ჯდება, რადგან ის სხვა მეთოდით მზადდება და მეტად ხარჯიანია, შედეგად მაღალ ფასს სწორედ ეს განსაზღვრავს. მოლოდინი გვაქვს, რომ წელს მიღებულ სამ ტონას ქართულ ბაზარზე მარტივად გავყიდით”, - განმარტა თორნიკე მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, ნუშის მოსავლის აღება საქართველოში აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე ხდება. 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე ნუშის გაყიდვით 2.23 მლნ დოლარის საექსპორტო შემოსავალი მიიღო. ჯამში გასულ წელს ნუშის ექსპორტი 14 ქვეყანაში განხორციელდა. საექსპორტო ბაზრებს შორის კი მოხვდნენ სომხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, პოლონეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები