მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის საელჩოს პასუხობს და განმარტავს, რატომ თქვა უარი პრემიერმა აშშ-ში ვიზიტზე

საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკაში პრემიერი იმ დათქმით იყო მიწვეული, რომ საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დროებით შეეჩერებინა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება.

"დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე - ელჩი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები