მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერაყსა და ირანში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

5e10741120458
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.20 15:06
1151
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერაყსა და ირანში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, - აღნიშნულის შესახებ BM.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ერაყში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა იქ მყოფი ყველა საქართველოს მოქალაქეები გაფრთხილებულები არიან.

„ერაყში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა, გადაფარვა ხორციელდება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოდან, შესაბამისად არსებული სტატისტიკა ერაყში მყოფი ქართველების შესახებ შეიძლება არ იყოს ზუსტი.

თუმცა საელჩო მუშაობს ერაყში საქართველოს საპატიო კონსულების მეშვეობით იმ ქართველებთან ვის შესახებაც არსებობს ინფორმაცია და ყველა მათგანი არის გაფრთხილებული უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ირანს საელჩო ასევე მუშაობს მაგ მიმართულებით“, - განუცხადეს BM.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ: ერაყის დედაქალაქში, 2 დღის წინ აშშ-ის მიერ აეროპორტზე მომხდარ საჰაერო თავდასხმისას, სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ირანის გენერალი ყასიმ სოლეიმანი დაიღუპა. ირანის უმაღლესი ხელისუფლების პირები აშშ-ს შურისძიებით ემუქრებიან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ჯარების გადასროლის გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავის მოქალაქეებს ერაყსა და ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები