მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად დღეს არის უფუნქციო და გაუქმებული” - ზვიად ჭუმბურიძე

ზვიად ჭუმბურიძე

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ქვეყანაში არსებულ დიპლომატიურ და საინვესტიციო კრიზისზე საუბრობს.

მისი განცხადებით, პოლიტიკური სტაბილურობის არარსებობისა და საერთაშორისო ფორმატების ჩაშლის გამო, საქართველოში ევროპული და ამერიკული ინვესტიციების შემოდინება შეჩერებულია.

ჭუმბურიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს უფუნქციობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში ბიზნესი კაპიტალის დაბანდებისგან თავს იკავებს.

“ბოლო ორ წელიწადში ევროპიდან, ამერიკიდან საქართველოში სერიოზული ინვესტორი არ მინახავს. თუმცა ჩვენს საბჭოს, მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, გვქონდა კონსულტაციები საფრანგეთის ელჩთან სულ რამდენიმე დღის წინ, გერმანიასთან, ასევე პოლონელებთან გვაქვს კონსულტაცია. გვინდა, ეს ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს შევინარჩუნოთ. ყველა საერთაშორისო ფორმატი ჩავჭერით. დამისახელოს ვინმემ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც გამოწვევა არა გაქვს - დაწყებული გაეროდან, დამთავრებული ეუთოთი, ევროპის საბჭოთი და ზოგადად, ნუ ევროკავშირზე აღარ ვსაუბრობ. ისინი ჩვენ მოვნათლეთ როგორც საქართველოს მტრები, ჩვენდა სამწუხაროდ.

მე ვერ დავიჯერებდი, რომ ჩემი დიპლომატიური კარიერის პერიოდში, რაც შევქმენით, ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფერს დავშლიდით, დავანგრევდით. სამინისტრო, რომელიც ჩემმა თაობამ შექმნა - და ამაზე ალბათ ჩემი კოლეგები ყველა დამეთანხმებიან, რომ ჩვენ შევქმენით არარსებული ვითარებიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრაქტიკულად დღეს არის უფუნქციო და გაუქმებული. ეს არის კატასტროფული შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ. ინვესტორი, პირველ რიგში, ეძებს სტაბილურ გარემოს, სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს. არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა - ჩათვალეთ, რომ არ იქნება ინვესტორი. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში იმუშავებს ჩვენი ქვეყნის არა წინსვლისთვის, არამედ ერთ ადგილას რაღაც უწონადობაში გაყინვისთვის,”- აცხადებს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები