საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
უწყებაში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელი ქვეყნის ელჩები ესწრებიან შეხვედრას და ამბობენ, რომ ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდება.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელი 9 დათქმის შესრულების ანგარიშის მოსასმენად არიან მიწვეული.