ახალგაზრდების დასაქმება და არა მხოლოდ პროფესიული მიმართულებით გიორგი ამილახვარის სამენეჯმენტო სამინისტროს ერთ ერთი მიმართულებაა. საგრანტო პროგრამა, ანაზღაურებადი სტაჟირება, სტუდენტური ფესტივალი და ახალგაზრდული ბანაკები- განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა. რა ძირითად მიმართულებებზე გააკეთებს განათლების მინისტრი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით აქცენტს და რა არის ის ძირითადი პროექტები, რომელიც სამინისტროს მხრიდან განხორციელდება?