მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საგზაო მოძრაობა დატვირთულია" - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სს

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დღეს საღამოს საათებში საგზაო მოძრაობა დატვირთულია ქალაქიდან გამსვლელი მიმართულებით და საავტომობილო მოძრაობის შეფერხებაა წერეთლის გამზირზე, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ და აღმაშენებლის ხეივანში.

"გაცნობებთ, რომ დედაქალაქიდან რეგიონებში გამსვლელი ავტომანქანების ჭარბი რაოდენობიდან გამომდინარე, დღეს საღამოს საათებში საგზაო მოძრაობა დატვირთულია ქალაქიდან გამსვლელი მიმართულებით.

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქალაქთაშორისო რეისები დიდუბის ავტოსადგურიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით.

შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობის შეფერხება ფიქსირდება წერეთლის გამზირზე, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ, ასევე, აღმაშენებლის ხეივანში", - ავრცელებს სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები