მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საია: მზარდია საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტები

აქცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტები, მათ, ასევე, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

"ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა.

სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს.

იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

არ შეასრულონ უკანონო დავალებები", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც. მათ საპოლიციო ძალები გაუსწორდნენ. მათ შორის არის "პუბლიკის" ჟურნალისტი, ლექსო ქეშელაშვილი. როგორც ცნობილია, ის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს და სცემეს. ამასთან, "ტვ პირველის" ოპერატორს ძალოვანმა წიწაკის სპრეი სახეში შეასხეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები