მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში არ დარეგისტრირდება - განცხადება

საია

საია არ დარეგისტრირდება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში - შესაბამისი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება - არ შეასრულონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა - საერთო კრების მიერ ერთხმად იქნა მიღებული.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, საია გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას.

ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც წარმოადგენს ორგანიზაციის ინტერესებისათვის გადადგმულ ნაბიჯს;

კანონის რეპრესიული მოქმედების პირობებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის გაგრძელების გრძელვადიან სტრატეგიას საიას გამგეობა დაამტკიცებს 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, წევრთა მორიგი საერთო კრების მოწვევამდე, რომელსაც წარუდგენს საერთო კრებას", - წერია საიას განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები