საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს შსს-ის მიერ ამომცნობი კამერების აქტიურად გამოყენების ინსტექტირებისა და შესწავლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო სახის ამომცნობ კამერებს აქტიურად იყენებს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. სამართალდარღვევის საქმეებში სასამართლო ხშირად მხოლოდ ამ კამერების მიერ გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს, არ აფასებს მათი მოპოვების კანონიერებას, ასევე პირს, რომელმაც იდენტიფიცირება მოახდინა, ჰქონდა თუ არა სათანადო დაშვება დაცულ ბაზებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად.
შეკრების უფლების დარღვევის მზარდი პრაქტიკის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ინსპექტირება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შეისწავლოს:
წინასწარ განხორციელდა თუ არა მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები;
რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.