სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საიას საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
"სასამართლო ხაზგასმით გვამცნობს, რომ საჩივარს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს.
საქმე ეხება კენჭისყრის ფარულობის მასობრივად დარღვევას.
საია საზოგადოებას საქმის დეტალებს ხვალ გააცნობს", - იტყობინება საია.




























