მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საიამ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში მოიგო

გავრილოვის ღამე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, საიამ 2019 წლის 20 - 21 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე მოიგო.

ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

საია 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების (ე. წ. გავრილოვის ღამის) შედეგად დაზარალებულთა უფლებებს უკვე მრავალი წელია იცავს როგორც ეროვნულ, ისე - საერთაშორისო დონეზე. დაზარალებულთა ნაწილმა საიას დახმარებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა. 2024 წლის 7 მაისს, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად ცნო. სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა, რის შემდგომ საქმე მომჩივნების მოთხოვნიდან გამომდინარე განსახილველად გადაეცა დიდ პალატას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები