მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიამ მზია ამაღლობლის საქმეზე სტრასბურგში მე-4 საჩივარი წარადგინა

მზია ამაღლობელი

საიამ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მე-4 საჩივარი წარადგინა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, საჩივარი ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საჩივარში, ასევე, აღწერილია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის პარალელურად, პოლიტიკური პატიმრების მზარდი მაჩვენებელი და კონტექსტი.

ეს არის რიგით მე-4 საჩივარი, რომელიც საიამ მზია ამაღლობელის უფლებების დაცვის მიზნით შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში. საიას-თან ერთად ამ საქმეზე მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს ცნობილი იურისტი, ედვარდ ფიცჯერალდი (დოუთი სთრითის პალატების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წამყვანი ბრიტანელი ბარისტერი, რომელიც სპეციალიზირდება სისხლის სამართალში, საჯარო და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში).

საია ხაზგასმით აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებული საქმეები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ რეპრესიულ ანგარიშსწორებას.

ორგანიზაციის განცხადებითვე, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის საქმე არის ინდიკატორი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლების პოლიტიკური ნების აღსასრულებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები