მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიას შუამდგომლობა ხმის ფარულობის დარღვევაზე თეთრი წყაროს სასამართლომ დააკმაყოფილა

საერთაშორისო

ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა ბიულეტენების გამოთხოვაზე და დადასტურდა ის, რაც ამ საქმისთვის არსებითია - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე წერს.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრი წყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.

მოსამართლემ ასევე მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის 24 სასამართლოდან 23-მა არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის სარჩელები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ დავას სააპელაციო სასამართლოებში გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები