მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან შემოდის საქართველოში ნახმარი ტანსაცმელი, რომლის იმპორტი 2022 წელს $34 მლნ იყო?

63dcf893baeef
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.23 23:55
2975
2022 წლის განმავლობაში საქართველოში რეკორდული ღირებულებისა და რაოდენობის ნახმარი ტანსაცმელი შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნიდან 10 882 ტონა მეორეული ტანსაცმლის შესაძენად 34 მილიონ 451 ათასი დოლარი გავიდა. რაც 2021 წლის იმპორტს ღირებულებით 35.1%-ით, ხოლო მოცულობას 12.1%-ით აღემატება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ნახმარი ტანსაცმლის იმპორტი რეკორდულია.

ნახმარი ტანსაცმლის საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ყველაზე დიდი მოცულობით ამ დასახლების საქონელი გასულ წელს თურქეთიდან და ევროპული ქვეყნებიდან შემოვიდა.

TOP-10 საიმპორტო ქვეყანა:


1. თურქეთი - 12.4 მლნ დოლარი, 4 123 ტონა;
2. აშშ - 6.1 მლნ დოლარი, 440 ტონა;
3. გაერთიანებული სამეფო - 2.8 მლნ დოლარი, 1 103 ტონა;
4. ბელგია - 1.6 მლნ დოლარი, 643 ტონა;
5. პაკისტანი - 1.6 მლნ დოლარი, 1 359 ტონა;
6. გერმანია - 1.3 მლნ დოლარი, 251 ტონა;
7. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.1 მლნ დოლარი, 495 ტონა;
8. ნიდერლანდები - 1.1 მლნ დოლარი, 325 ტონა;
9. ესპანეთი - 1.1 მლნ დოლარი, 254 ტონა;
10. იტალია - 1.1 მლნ დოლარი, 401 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა იმპორტიორმა კომპანიებმა ნახმარი ტანსაცმელი პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ტუნისიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებიდან შემოიტანეს.

BM.GE-მ გასული წლის განმავლობაში TOP-10 იმპორტიორი კომპანიის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მათი ცნობით, მსხვილი იმპორტიორი კომპანიების ათეული ასეთია: შპს არჩგრუპი, შპს ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია, შპს ბელგია ტექსტილი, შპს ბორა, შპს კავლათექს ჯორჯია, შპს მარინა, შპს მაქს ჯორჯია, შპს ნავნე, შპს სტარ, შპს ფარგო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები