მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან შემოდის საქართველოში ყურძნის ნატურალური ღვინოები? - იმპორტი ₾5 მლნ-ს აღემეტებოდა

642d74ecc3987
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.23 10:33
3331
საქართველოსთვის ყურძნის ნატურალური ღვინოები ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. გასულ წელს ექსპორტის 4.5% სწორედ ღვინოზე მოდიოდა. 2022 წელს ქვეყანამ ღვინის რეალიზებით ჯამში 252.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ექსპორტს 5.5%-ით აღემატებოდა.

თუმცა როგორია საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონლის იმპორტის მაჩვენებელი და საიდან შემოდის ქვეყანაში ყურძნის ნატურალური ღვინოები?

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოში 24 ქვეყნიდან 5 მილიონ 014 ათასი დოლარის ღირებულების 695 ტონა ღვინო შემოვიდა. იმპორტი 2021 წლის მაჩვენებელს 28.1%-ით გაიზარდა. ყურძნის ნატურალური ღვინოების მთავარი საიმპორტო ქვეყნები კი საფრანგეთ და იტალია იყო, აქედან ღვინის იმპორტი 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ქვეყანა, საიდანაც უმსხვილეს იმპორტიორებს შორის რუსეთი იყო. ამ მიმართულებიდან შეძენილი ღვინის მოცულობები მეტი იყო, ვიდრე საფრანგეთიდან და იტალიიდან.

ღირებულების მიხედვით TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი:

1. საფრანგეთი - 1.8 მლნ დოლარი, 73 ტონა;
2. იტალია - 1.2 მლნ დოლარი, 174 ტონა;
3. რუსეთი - 613 ათასი დოლარი, 202 ტონა;
4. უკრაინა - 243 ათასი დოლარი, 67 ტონა;
5. ლიეტუვა - 233 ათასი დოლარი, 8 ტონა;

ღვინის მცირე მოცულობებით იმპორტი ასევე ბელარუსიდან, ლატვიიდან, ესპნეთიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან ჰონ-კონგიდან, თუქრმენეთიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და სხვა ქვეყნებიდან განხორციელდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ორი თვის მაჩვენებელს, ამ პერიოდში 542 ათასი დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინოები შევიძინეთ და ქვეყანაში 98 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს ჩამორჩება (2022 წლის იანვარ-თებერვალს - 608 ათასი დოლარი, 112 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები