მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია - შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.

აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები