მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინიციატივო ჯგუფები მიუსაფარი ძაღლებისა და კატების გამოსაკვებად საშვებს ითხოვენ

5e9972afe2dcf
ინგა მურუსიძე
17.04.20 13:42
1532
ჯგუფები, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებსა და კატებს კვებავენ, საშვების გამოყოფას ითხოვენ, - ამის შესახებ ორი საინიციატივო ჯგუფის - “მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის” და “ერთგული მეგობრებისთვის” მიმართვაშია ნათქვამი.

“ახალი კორონავირუსის Covid-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებამ, კონკრეტულად, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვამ, კიდევ უფრო დაამძიმა მიუსაფარი ცხოველების გამოკვების პრობლემა. მთელი საქართველოს მასშტაბით მიუსაფარ ძაღლებსა და კატებს შიმშილი და სიცოცხლის მოსპობა ემუქრებათ. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა დაუსახლებელ პუნქტებსა და ქალაქების შემაერთებელ ავტომაგისტრალებზე.

ორი საინიციატივო ჯგუფი - “მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის”, რომელიც თბილისში აგროვებს საკვებს და მთელი საქართველოს მასშტაბით ანაწილებს, და “ერთგული მეგობრებისთვის”, რომელიც ქუთაისში აერთიანებს მოხალისეებს და დასავლეთ საქართველოს ფარავს, თხოვნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რათა გამოიყოს სპეციალური საშვები მოხალისეებისთვის, რომლებიც ყოველ დღე შეძლებენ მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებას და მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას.

ასევე, საინიციატივო ჯგუფები დახმარებას ითხოვენ შესაბამისი ორგანოებისგან, რათა შემოწირულობითა და ქველმოქმედებით, გადაეცეთ სპეციალური საკვები მიუსაფარი ცხოველებისთვის“, - ნათქვამია მიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები