მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა" - ტექნიკურმა უნივერსიტეტმა UG-ს წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

ირაკლი კობახიძე
17.10.25 12:16
630

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიული ალასანიას ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად, რაც ღია თავხედობაა და საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა.

ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა გიული ალასანიას უნივერსიტეტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა. ის მოითხოვს დაყადაღდეს საქართველოს უნივერსიტეტის (UG) შენობა, ანუ ტექნიკური უნივერსიტეტის ის ქონება, რომელიც, მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, მესამე პრეზიდენტის ოჯახის მხრიდან იყო მიტაცებული და დაუბრუნდეს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიაზე, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, 2025 წლის 10 აპრილს განაცხადა, რომ გიული ალასანიამ (მიხეილ სააკაშვილის დედამ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებები ხელყო და მიითვისა, სადაც შემდეგ დაფუძნდა "საქართველოს უნივერსიტეტი". ამის საპასუხოდ საქართველოს უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა და ეს შეაფასა შეტევად სრულიად განათლების სისტემაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები