მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საინტერესოა, საიდან გაიგო 100 ევროპარლამენტარის შესახებ - კრამონი ღარიბაშვილის განცხადებაზე

640ecd10de79a
მარიამ ვარადაშვილი
13.03.23 11:17
1172
“იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა „ქართულ ოცნებას“ აღიარებითი ჩვენება მისცა და მიხეილ სააკაშვილი მათი აგენტია.

საუბარია თებერვალში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, სადაც ისინი სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვას ითხოვენ.

„ევროპარლამენტმა სჯობია თავის თავს მიხედოთ, ასი ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში, ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?!,“ – დასძინა მან და კვლავ გაიმეორა, რომ ევროპარლამენტართა ნაწილს „საქართველოს ომში ჩართვა სურს“.

ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან, ვიოლა ფონ კრამონი ღარიბაშვილის ამ განცხადებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა.

"საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმრავლესობა სოციალისტების ჯგუფიდანაა, რომელიც "ქართული ოცნების" მოკავშირე პარტიაა. თუმცა, საინტერესოა საიდან გაიგო ღარიბაშვილმა რიცხვი 100? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყარო, თუ შეიძლება”,-წერს კრამონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები