კრისტალის საინვესტიციო პროდუქტით სარგებლობა ახლა უკვე ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ. კომპანიამ პროდუქტი „მონეტა“ მიმდინარე წლის იანვარში შესთავაზა მომხმარებელს. თუმცა, პირველ ეტაპზე ის ხელმისაწვდომი მხოლოდ იურიდიული პირებისთვის იყო. დღეიდან კი საინვესტიციო პროდუქტით სარგებლობას უკვე, ფიზიკური პირებიც შეძლებენ.
"მონეტა" საინვესტიციო მექანიზმია, რომლის მთავარი უპირატესობა სანდოობა და ლარში - 14%-მდე სარგებელია.
კრისტალმა პროდუქტი ბაზარზე ორი სახით წარადგინა: დახურული და ღია. დახურულის შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გააქვს, ხოლო თუ იგი ღია პროდუქტით სარგებლობს, მისი გატანა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს შეუძლია.
„მონეტა“ ლარსა და აშშ დოლარში გაიცემა. მისი მინიმალური ოდენობა 100,000 ლარია (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში), მაქსიმალური კი — 3, 000,000 ლარი (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში). რაც შეეხება ვადებს, „მონეტა“ მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 12 თვით იხსნება, ხოლო სარგებლის რეალიზაცია როგორც ყოველთვიურად, ისე ვადის ბოლოსაა შესაძლებელი.
საინვესტიციო პროდუქტის იურიდიული ფორმა თამასუქია, რომელიც შესაბამისი კანონით რეგულირდება. ადგილობრივი კანონმდებლობა აწესრიგებს თამასუქის გაცემის, გადახდის, გამოყენების წესებს, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად თამასუქიდან გამომდინარე შედეგებს.
„მონეტა“, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, დანაზოგის ინვესტირებისთვის სრულიად განსხვავებული შესაძლებლობა გამოიყენონ და მაღალი უკუგებით, ფიქსირებული განაკვეთითა და მოქნილი პირობებით ისარგებლონ. აღსანიშნავია, რომ მოზიდული ინვესტიციებით „კრისტალი“ ახალ ბიზნესსაქმიანობებს დააფინანსებს და „მონეტას“ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში მონაწილეობა თავადაც მიიღონ.
„კრისტალი“დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე მუდმივად მუშაობს. თუმცა, ადგილობრივი ბაზარი ჯერ კიდევ არ გვქონდა ათვისებული. გადავწყვიტეთ, ამ მიზნისთვის ახალი საინვესტიციო პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც მომხმარებლების განსხვავებული სეგმენტის ათვისების, რესურსების დაზოგვის, ფინანსური მდგრადობის ხარისხის გაზრდის საშუალებას მისცემს და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ჩვენი კომპანიის სტაბილურობას“, - აღნიშნავს კრისტალის უფროსი ფინანსური ოფიცერი დავით ბენდელიანი.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პროდუქტის შედეგად მოზიდული თანხებით „კრისტალი“ შეძლებს სამიზნე სეგმენტი — მცირე მეწარმეები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის რეგიონებშიც, უფრო შეღავათიანი და მისაღები პირობებით დააფინანსოს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების — გარემოზე ზრუნვისა და ქალების მხარდაჭერის ფარგლებში მდგრადი სესხები გასცეს და სრულიად განსხვავებული საინვესტიციო პროდუქტით ხელი შეუწყოს ფინანსური რესურსების გადანაწილებას, შედეგად კი ბაზრისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
პროდუქტი საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი, უშუალოდ მომსახურება კი 5 შერჩეულ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში მოხდება.
(რ)