მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია - „ინვესტიციების სააგენტო“ სტრატკომის ხელმძღვანელს ეძებს

მიხეილ ხიდურელი

„ინვესტიციების სააგენტო“ სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. განცხადებები მიიღება 4 სექტემბრის ჩათვლით.

ვაკანსია ითვალისწინებს სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 სთ, კვირაში 40 საათი). თუმცა, გამოქვეყნებულ ვაკანსიაში ხელფასი მითითებული არ არის.

სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელს დაევალება:

  • საინვესტიციო გარემოსა და საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნისა და სააგენტოს დადებითი იმიჯის ზრდის ხელშეწყობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სტრატეგიის დაგეგმვა და აღსრულება;
  • მედიასთან კომუნიკაციის კოორდინირება, ოფიციალური განმარტებების, პრესრელიზებისა და საინფორმაციო მასალების მომზადება;
  • ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • მარკეტინგის მიმართულებით KPI-ების განსაზღვრა, ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა და დეპარტამენტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა.

კანდიდატს მოეთხოვება:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ან მსგავს სფეროში;
  • მარკეტინგული სტრატეგიის, ბრენდის მართვის, ბიუჯეტირებისა და KPI-ების მართვის გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებისა და CRM სისტემების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონე) და MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

სააგენტოს ინფორმაციით, აუცილებელია წერილის სათაურის (Subject) ველში მიეთითოს პოზიციის დასახელება: „სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

„ინვესტიციების სააგენტო“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში 2026 წლის აპრილში შეიქმნა „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე. სააგენტოს ძირითადი მიმართულებებია პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტიციების, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოზიდვა, ექსპორტის ხელშეწყობა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) პროექტების კოორდინაცია. სააგენტოს თავმჯდომარედ მიხეილ ხიდურელი დაინიშნა, რომელიც მანამდე „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები