მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საინვესტიციო პროექტები, ტარიფები, ელექტროენერგიის ექსპორტი - დავით ნარმანია "საქმის კურსის" ეთერში

მძიმე ფინანსური მდგომარეობის ფონზე, ენგურისა და ვარდნილჰესების კასკადებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების წესი იცვლება. გასული დღეების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ინიციატივაც წარადგინა და დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი ჰესისთვის ტარიფის დაანგარიშებისას აფხაზეთში უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა, ანუ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% გათვალისწინებული არ იქნება. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესი წლებია აფხაზეთიდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ვერ იღებს, ეს კი ათობით მილიონი ლარია, მაგალითად 2023 წელს კომპანიამ 40.5 მლნ ლარის შემოსავალი ვერ მიიღო. ინიციატივის ავტორები კი, მიიჩნევენ, რომ ცვლილების შედეგად, შესაძლებელი გახდება სამართლიანი ტარიფის დადგენა, რაც ენგურჰესის შემოსავლების ზრდას და სადგურების ფინანსურ სტაბილურობას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფი გაიზრდება ეს სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. რა დააკომპენსირებს ენგურჰესისთვის გაზრდილ წარმოების ტარიფს მომხმარებლების ტარიფში?

დავით ნარმანია - სემეკის თავმჯდომარე;

თიკო ნატმელაძე - BMG-ის რეპორტიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები