ჟურნალისტურ საქმიანობაში, არსებობს ინფორმაცია, რომელიც თავად უნდა მოიპოვო და არსებობს საჯარო ინფორმაცია და მასზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არამარტო კონკრეტული პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულებისთვს, არამედ ზოგადად დემორატიული და გამჭირვალე მმართველობის პრინციპებისთის. როგორ ასრულებენ კანონს საჯარო უწყებები ამის კონტროლის მექანიზმი საქართველოს პარლამენტს აქვს, 2020 წელს მაგალითად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა 1000-ზე მეტი საჯრო დაწესებულების ანგარიშები საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, მათ შორის არის როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვა დაწესებულებების ანგარიშები. პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების ნაწილი, დემოკრატიის ინდექსი - საქართველომაც შეისწავლა და შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.
სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი- საქართველო", ხელმძღვანელი