მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯარო მოსამსახურეებს უცხოური დაფინანსებით სარგებლობა შეეზღუდებათ - მდინარაძე

განცხადება

"ოცნება" საჯარო სამსახურში უცხოური დაფინანსებით სარგებლის მიღების შეზღუდვას აპირებს. როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება. მათ შორის ეს შეიძლება იყოს ტრენინგი და ვიზიტის დაფინანსებაც.

"შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება (ეს იქნება პირდაპირი ან ირიბი სახელფასო დანამატი, ტრენინგი, ვიზიტი და სხვ.)", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სხვა დეტალები მოსალოდნელ შეზღუდვებზე ჯერჯერობით უცნობია. როგორც მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნულ ცვლილებაზე მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმუშავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები