მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯარო სამსახურებიდან განთავისუფლებული ადამიანები არიან საზოგადოების ყველაზე საჭირო ნაწილი - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურებიდან განთავისუფლებული ადამიანები არიან საზოგადოების ყველაზე საჭირო ნაწილი. ამის შესახებ მან ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ ხალხს განუცხადა.

მისი განმარტებით, ხვალინდელი სახელმწიფო ამ გათავისუფლებულ ადამიანებზე იქნება აშენებული. მათზე, ვისაც არ ეშინოდათ და გააპროტესტეს.

„საჯარო სამსახურებიდან განთავისუფლებული ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე საჭირო ნაწილი. იმიტომ, რომ სახელმწიფო მათზეა დამოკიდებული და ხვალინდელი სახელმწიფო, მათზე იქნება აშენებული და ვინც დღეს ამათ ათავისუფლებს, არ იცის რა საგანძურს ტოვებს გარეთ.

ესენი არიან თავისუფალი ადამიანები, რომ გააპროტესტეს, არ ეშინოდათ და [არალეგიტიმურ ხელისუფლებას] ჰგონია, რომ ასეთი ადამიანები არ სჭირდება, ასეთი ადამიანების ეშინიათ. ეს ადამიანები არიან და იქნებიან თავისუფალნი და ხვალ შექმნიან ჩვენი სახელმწიფოს ძალიან ღირსეულ საჯარო სამსახურს. ამ ყველაფერს სჭირდება იურიდიული დახმარება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები