საჯარო სამსახურის ბიუროში, ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გვანცა ბესელიამ თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, საჯარო სამსახურის კანონის ცვლილებით აზრი დაკარგა ყველაფერმა, რისთვისაც წლების განმავლობაში მუშაობდა.
"1 იანვრიდან დავემშვიდობე ბიუროს. საჯარო სამსახურის კანონის ცვლილებით აზრი დაკარგა ყველაფერმა, რისთვისაც ვმუშაობდი და რისიც მჯეროდა. ამიტომ, 9 წლიანი თანამშრომლობა ბიუროსთან დასრულდა. მადლობა ყველას, თბილი და გამამხნევებელი შეტყობინებებისთვის.
დარწმუნებული ვარ, შევხვდებით საჯარო სამსახურის კიდევ ერთხელ მშენებლობის გზაზე", - წერს გვანცა ბესელია.
იქამდე, საჯარო სამსახურის 17-მა თანამშრომელმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც კანონში შესულ ცვლილებებს გაემიჯნენ.
ყველა ცვლილება, რომელიც "ოცნებამ" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებულად შეიტანა




























