24% ით გაზრდილი დასაქმებულთა რაოდენობა საჯარო სექტორში, 2% ით შემცირებული სამუშაო ძალა და ქართული ოცნების დაპირება, რომლითაც ხელისუფლებაში ყოფნის მესამე ვადის მიწურულს მმართველი პარტია გასული წლის 16.4% იანი უმუშევრობის მაჩვენებლით 10 წლის საუკეთესო მაჩვენებელზე მიუთითებს. რის ხარჯზე მცირდება ქვეყანაში უმუშევრობა და რამდენად რეალურია რიცხვები, რომლის მიხედვითაც უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმს აჩვენებს.