მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება

63aef6d233da6
მარიამ ვარადაშვილი
01.01.23 11:00
2534
დღეიდან, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება, ყოველწლიურად, 10%-ით გაიზრდება.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და ეს სხვაობა 2026 წლამდე უნდა აღმოიფხვრას. მისი თქმით, სამიზნე მაჩვენებლით, საჯარო სექტორში ხელფასის დონე კერძო სექტორის ხელფასის 80%-90%-ის დიაპაზონში უნდა იყოს, თუმცა ამჟამად ის კერძო სექტორის ხელფასის მხოლოდ 74%-ს შეადგენს.

"მომდევნო წლების განმავლობაში ხელფასები, ყოველწლიურად, უნდა გაიზარდოს 10%-ით, რათა მიღწეული იყოს ის პარამეტრები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. ეს შინაარსობრივად ნიშნავს, რომ 2023, 2024, 2025 წლებში იქნება ზრდები. ეს პარამეტრები განიხილება ბიუჯეტის წარდგენის დროს,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საქსტატის მონაცემებით, რაც 2020 წლის შედეგებს ასახავს, კერძო სექტორის საშუალო ხელფასი 1,285 ლარი იყო, საჯარო სექტორის საშუალო ხელფასი კი - 1,024 ლარი.

საქართველოს საჯარო სექტორი მთლიანობაში 301,000 ადამიანს ასაქმებს, აქ შედიან როგორც საჯარო მოხელეები ასევე, შტატგარეშე მოხელეები და სხვა დასაქმებული პირები. საჯარო სექტორში შედის 60,000-მდე პედაგოგიც, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან, ასევე ათასობით ადამიანი, რომლებიც მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა სსიპ-ებსა და აიპ-ებში არიან დასაქმებული. საგულისხმოა ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აქვეყნებს ჯამურ მონაცემს თუ რამდენი მილიარდი ლარი იხარჯება საჯარო სექტორში დასაქმებული 301,000 ადამიანის ხელფასზე და სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ სამინისტროებსა და ძირითად სსიპ-ებში დასაქმებულთა (113,000 პირის) ხელფასებს აღრიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები