მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში - თამარ ბარკალაიამ თანამდებობა დატოვა

თამარ ბარკალაია

ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. მინისტრის მოადგილის პოსტი თამარ ბარკალაიამ დატოვა. ამის შესახებ BM.GE-ის უწყებაში განუცხადეს.

სამინისტრომ დღეს პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თამარ ბარკალაიას ადგილს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი დირექტორი ირაკლი მხეიძე დაიკავებს.

"ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე – ირაკლი მხეიძე წარუდგინა. უწყების ხელმძღვანელმა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის.

ზურაბ აზარაშვილმა, თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები