ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა. ის მინისტრის პოსტზე დღეს ირაკლი კობახიძემ წარადგინა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას როგორც გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ინდივიდუალური კონსულტაციები ჰქონდა და საბოლოოდ არჩევანი მოქმედ დეპუტატზე გააკეთა. მიხეილ სარჯველაძე აქამდე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ახალი მინისტრი სპეციალობით სამართალმცოდნეა. ცვლილებები შეეხო ზურაბ აბაშიძესაც, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერის მრჩეველი აღარ არის. მას გიორგი ქაჯაია შეცვლის. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციას. უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კი ნიკოლოზ ტყემალაძე გახდა. რა ხედვით მოდის მიხეილ სარჯველაძე და რატომ შეირჩა ის?