მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკარანტინე სივრცეებში ვირუსის 300-მდე შემთხვევაა გამოვლენილი – ქვრივიშვილი

5f37c59ed5901
თათია ჩაფიჩაძე
15.08.20 15:18
1561
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაციის ხელმძღვანელმა საკარანტინე სივრცეების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაზე ისაუბრა და მედიას სასტუმროებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად, მედიატურებში მონაწილეობის მიღება შესთავაზა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დღემდე საკარანტინე სივრცეებში ვირუსის 300-მდე შემთხვევაა გამოვლენილი და რომ არა ეს პრაქტიკა, გავრცელების მასშტაბები გაცილებით საგანგაშო იქნებოდა.

“ბოლო პერიოდში შეინიშნება ტრენდი მიზანმიმართული მცდელობის, რომ მოხდეს საკარანტინე პროექტის დისკრედიტაცია. მცდელობები ვერ მართლდება, თუმცა, მნიშვნელოვანია ვიყოთ გულწრფელები და გამოვავლინოთ რატომ გააქტიურდა ეს თემა. მცდელობები ეხება ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ აღნიშნული საკითხებით თავი აარიდონ სავალდებულო კარანტინის პერიოდს.

საკარანტინე სივრცეების პროექტი რომელიც მთავრობამ შექმნა, არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციაში. დღევანდელი მონაცემებით საკარანტინე სივრცეებში გამოვლენილია 300-მდე შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ვირუსის იმპორტირებას ჩვენს ქვეყანაში და მარტივია საზოგადოებისთვის შეაფასოს რა იქნებოდა ეს 300 ადამიანი, რომ არ მოხვედრილიყო საკარანტინე სივრცეში, ფაქტობრივად ჩვენ გვექნებოდა მასობრივი გავრცელება.

იმპორტირებული ვირუსის "ქეისები" ყოველდღიურად მეტნაკლები საშუალოობით სასტუმროებში დასტუდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გრძელდება კოვიდ 19-ის შემოტანა, რომლის ყველაზე ეფექტური პრევენცია არის საკარანტინე სივრცე. არაფერს ვიტყვი იმაზე რამხელა ღირებულება მოაქვს მას ტურიზმის ინდუსტრიის არაპირდაპირ ხელშეწყობაზე და ყველამ მინდა კარგად გავიგოთ როგორ ხდება საატუმროების ჩათულობა. გვაქვს მარტივი, გასაგები კრიტერიუმები, რომელიც დაწესებულია სამინისტროს მიერ და ყველა სასტუმრო, რაზეც პასუხს ვაგებ პირადად, რომელმაც გამოხატა ინტერესი პროექტში ჩართულია.

მზად ვართ შემოგთავაზოთ მედია ტურები ყველა საკარანტინე ზონაში ყველა იმ საჭირო პროტოკოლის დაცვით და თქვენ თავად შეაფასეთ იქ არსებული მდგომარეობა და ობიექტურად მიაწოდეთ მოსახლეობას ის ფაქტობრივად ხუთვარსკვლავიანი სერვისი, რომელზეც ბევრი ადამიანი შრომობს ყოველდღიურად", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები