მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველი მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის (23:30სთ) აქციები ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

"საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით ამ დროისთვის (23:30სთ) აქციები ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

განსაკუთრებით საყურადღებოა, თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და საპოლიციო ძალების განსაკუთრებული კონცენტრაცია. მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა გაითვალისწინონ, რომ როდესაც კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, შესაბამისმა ორგანოებმა შემწყნარებლობის სათანადო ხარისხი უნდა გამოავლინოს. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების მიზეზი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში. ასევე უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს პროტესტი განაგრძონ მშვიდობიანად", - წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები