მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება - მთავრობა ხარჯებს მინიმუმ 360 მილიონით ზრდის

საქართველოს ბიუჯეტი იზრდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიუჯეტს 360 მლნ ლარი დაემატება. პრემიერმა დღეს თავი კიდევ ერთხელ მოიწონა და თქვა, რომ ბიუჯეტის გადახედვის საშუალებას ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი იძლევა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თანხა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, კულტურაზე, თავდაცვასა და რეგიონულ განვითარებაზე გადანაწილდება. ფინანსთა მინისტრი კი არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ ბიუჯეტს 600 მილიონი ლარი შეემატოს. გადაწყვეტილება საშემოდგომო სესიაზე გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები