მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

მიქანაძე გაბისონია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ამბობს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა და პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში ის აღნიშნავს, რომ თუ სტუდენტმა ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან მხოლოდ ერთ საგანში ვერ მიიღებს კრედიტს, მაგრამ მომდევნო სემესტრში ყველა კრედიტს დააგროვებს, სრული დაფინანსება კვლავ აღუდგება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2026-2027 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. ეს ნიშნავს, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო.

იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს ერთი საგანი. ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან უზრუნველყოფს კრედიტების 80%-ზე მეტის დაგროვებას, სახელმწიფო გააგრძელებს მისი სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას.

ეს მიდგომა გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში და გახლავთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაცია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან მხოლოდ ერთ საგანში ვერ მიიღებს კრედიტს, მაგრამ მომდევნო სემესტრში ყველა კრედიტს დააგროვებს, სრული დაფინანსება კვლავ აღუდგება.

აქ საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე, საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე. საგანში 51-ქულიანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში იგულისხმება, რომ სტუდენტს კრედიტი უკვე მოპოვებული აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ თუ სტუდენტი, 50%-იანი დაფინანსების მიღების შემდეგ, აღადგენს 100%-იან საკრედიტო შედეგს, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს მისი სწავლის ღირებულების სრულ დაფინანსებას“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.

ცნობისთვის, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს.

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები