მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ენის დაცვა გვჭირდება - სოსო ბერიკაშვილი უცხო ენაზე მომსახურების შემთხვევებზე

მომსახურება რუსულ ენაზე

„ის, რომ ბიზნესები მომხმარებელს უცხოურ ენაზე ემსახურებიან ეს დაკავშირებულია რუსეთის მოქალაქეებთან“ - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ბაზარზე მომრავლდა ობიექტები, სადაც მომხმარებელს მომსახურებას მხოლოდ უცხო ენაზე, უმეტესად კი რუსულად, სთავაზობენ.

მისივე თქმით, პრობლემამ მასშტაბური სახე მიიღო და სახელმწიფო ენას დაცვა სჭირდება.

„ის, რომ ბიზნესები მომხმარებელს უცხოურ ენაზე ემსახურებიან ეს დაკავშირებულია რუსეთის მოქალაქეებთან. ადრეც იყო ცალკეული შემთხვევები, თუმცა არა ასეთი მასშტაბური. პრობლემა ის არის რომ ეს ყველაფერი არის მასობრივი. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო ენის დაცვა ამ ქვეყანაში.

ნათელი ქართველი ტურისტი რომელიც ჩადის ბათუმში ხედავს რომ მასობრივად რუსულად საუბრობენ. ეს სხვა ყველაფერთან ერთად მომხმარებლისთვის არაკომფორტულიც არის, რადგან კომუნიკაცია შეუძლებელია“ - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

რა შეიძლება მოუტანოს ასეთი მეწარმეებისთვის საქმიანობის შეზღუდვამ და  კანონის აღსრულებამ ბიზნესებს? -ამ შეკითხვას სოსო ბერიკაშვილი ასე პასუხობს:

„დაზარალდებიან ამით ის ბიზნესები ვისაც არ შეუძლია ქართულად კომუნიკაცია, თუმცა ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. უნდა დაზარალდნენ კიდეც, მკაცრი რეგულაციების მომხრე არ ვარ თუმცა ამ შემთხვევაში ეკონომიკა ნაკლებად დაზარალდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები