მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო კომპანიამ წელს ნაკლები ყურძენი შეიძინა - მეხუზლა რთველში სახელმწიფოს ჩართულობაზე

ლევან მეხუზლა

ბოლო წლების განმავლობაში, მოსავლის მართვის კომპანიამ წელს ყველაზე ნაკლები ყურძენი ჩაიბარა - ამის შესახებ პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა.

მისი თქმით, წელს სახელმწიფომ საერთო მოსავლის მხოლოდ 10%-მდე ჩაიბარა, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 25%-მდე იყო. ლევან მეხუზლამ სახელმწიფო კომპანიის მიერ ჩაბარებული ყურძნის მოცულობებზე რეგიონების მიხედვით ისაუბრა.

"იმ ყურძენს, რომელსაც არ იბარებს კერძო სექტორი, იქნება ეს არაკონდიციურობა თუ დაავადებები ტრადიციულად მოსავლის მართვის კომპანია გადაამუშავებს. ბოლო წლებში, წელს ამ კუთხით ყველაზე ნაკლები ჩარევა დაგვჭირდა. მაგალითად, 2022 წელს მთლიანი მოსავლის 25% ჩაიბარა, წელს კი მხოლოდ 10%. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიურია, თუმცა ამ მხრივაც, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა, რომ არა მოსავლის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსული სეტყვა. სხვა შემთხვევაში, მოსავლის მართვის კომპანიას გაცილებით ნაკლების ჩაბარება მოუწევდა.

რაჭის შემთხვევაშიც, კერძო სექტორის აქტივობა ძალიან მაღალი იყო... 50-მდე კომპანია მონაწილეობდა და მიღებული 1 700 ტონიდან მოსავლის მართვის კომპანიას მხოლოდ 60 ტონის ჩაბარება მოუწია, რაც მოსავლის დაახლოებით 4%-ია.

ლეჩხუმშიც, თითქმის სრულად გადაამუშავა კერძო სექტორმა, აქ იყო მოთხოვნა და სახელმწიფომ მხოლოდ 7% ჩაიბარა", - განაცხადა მეხუზლამ.

ინფორმაციისთვის,მთავრობა რთველის დაწყებამდე წელს 70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავდა.

მთავრობა 70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავს - რთველის სუბსიდია 60 მილიონი ლარია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები