მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფო პოლიტიკა ქართული ღვინისთვის დამღუპველია“ - ღვინის სექტორის პროტესტი

საპროტესტო აქცია

„ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია!“ - ამ გზავნილით მევენახეებმა, მეღვინეებმა - მცირე, თუ დიდი მარნების წარმომადგენლებმა, სომელიეებმა, ღვინის კრიტიკოსებმა, ღვინის გიდებმა, ღვინის ბარებისა და მაღაზიების თანამშრომლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

„საქმის კურსთან“ საუბრისას „თბილღინოს“ თანადამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც აქციას შეუერთდა განაცხადა, რომ ქართულ ღვინოსთან ერთად საქართველოს ადგილი ევროპაშია, რამეთუ ევროპულ ბაზარზე შესვლით ქართული ღვინო და მეღვინეობა კიდევ უფრო ვითარდება.

„ჩვენი დღევანდელი სათქმელი ის არის, რომ ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია, თუმცა ჩვენ ვიძახით რომ საქართველოს და თითოეული ქართველის ადგილი ევროპაშია. ჩვენ გაზრდილი ვართ ქართულ ღირებულებებზე, რომლებიც ევროპულთან თანხვედრაშია და ჩვენ ასე ვიზრდებოდით და ვყალიბდებოდით პროფესიონალებად, რომ ჩვენ გვემსახურა ამ ევროპული ღირებულებებისთვის. ჩვენ ვქმნით ღვინოს, რომელიც მსოფლიო სტანდარტის არის. აქ დგომით ჩვენ ვიძახით, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ევროპის ადგილი საქართველოშია.

ევროპული ბაზარი ქართული ღვინისთვის ბოლო 15 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ეს ზრდა მდგრადია, შეიძლება ევროპის ბაზარს ქართული ღვინის გაყიდვებში დიდი წილი არ უკავია, ვიცით, რომელ ბაზარსაც უკავია, მაგრამ ევროპის ბაზარი რთულად შესაღწევი, მაგრამ ძალიან საინტერესოა, იქ ყოფნით და საქმიანობით თითოეული ქართველი მეღვინე ვითარდება და თავის შემოქმედების სრულყოფილებას აღწევს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და იქვე დაამატა, რომ ვერ ხვდება რა უდგას შალვა პაპუაშვილის განცხადებას საფუძვლად, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით, ქართული ღვინო ჩამოიშლება.

მეღვინეების პროტესტის თანამონაწილე იყო ასევე მცირე მეღვინეობა Gwine-ის დამფუძნებელია გიორგი მუჩაიძე, რომელიც აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ წარმოებული პოლიტიკა ქართული ღვინისთვის დამღუპველია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ქართველი მეღვინეების თემი დგას ქართველი ხალხის, საზოგადოების გვერდით, რომელსაც არჩევნებზე მოპარეს ხმა. ვითხოვთ, თავისუფალ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით. ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო - ეკონომიკის სამინისტრო ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებენ, ქართული მეღვინეობისთვის დამღუპველია, როგორც დარგისთვის ასევე ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ვებმებით რუსეთი ბაზარს, რომელიც იქცა რუსეთის ხელისუფლების - კრემლის ბერკეტად და სერიოზული ზიანი ადგება ქართული ღვინის ხარისხს. ღვინის ექსპორტის 2/3 რუსეთზე მოდის. ეს დიდი მეღვინეობები საბჭოთა კავშირის დროინდელი ხარისხით ასხამენ ღვინოს და მიბმულები არიან რუსეთის ბაზარს, რაც რუსეთმა შეიძლება იარაღად გამოიყენოს. არის მოსაზრება, რომ აქედან მეტი თანხები შემოდის, პირიქით რუსეთში გატანილ თითოეული ბოთლიდან უფრო ნაკლები თანხა შემოდის და კნინდება ქართული ღვინის სახელი და ხარისხი. ამით უფრო მეტად სტრატეგიულ და ხარისხიან ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები მცირდება და ვწყდებით მომგებიან ბაზრებს“, - განაცხადა მეღვინემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები