მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო პროფესიული განათლების დამატებით 185 მოდულს დააფინანსებს

პროფსასწავლებლები

პროფესიული განათლების დამატებით 185 პროგრამა დაფინანსდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 20 ივლისს გამოსცა. ცვლილების მიხედვით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი იმ მოდულების რაოდენობა გაიზარდა, რომელთაც სახელმწიფო დააფინანსებს. დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კერძოდ დამატებულია 200-მდე პროგრამის მოდული. ჯამში მათი რაოდენობა 3255-დან 3440-მდე გაიზარდა. ახალდამატებულ მოდულებს შორისაა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მაგალითად, მშენებლობასა და რემონტთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაზის მოვლა, ბიოღვინის წარმოება, კოსმეტოლოგია, პირსინგის გაკეთება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვა, ხეხილის ბაღის გაშენება, ვეტერინარია, ტოქსიკოლოგია და სხვა.

მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება გაიცემა სამინისტროს მიერ, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების საფუძველზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები