მთავრობა საფერავის ყურძნის სუბსიდირებას უბრუნდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად ჩაიბარებს. პრემიერის თქმით, მევენახეებს, რომლებსაც საფერავის ჯიშის ყურძენი ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული, სხვაობას მთავრობა დაუკომპენსირებს. კობახიძე აღიარებს, რომ სუბსიდირებას უარყოფითი ფაქტორები აქვს, თუმცა ის არ აკონკრეტებს, ხელისუფლება სუბსიდირების მანკიერ პრაქტიკაზე უარს როდის იტყვის. რა დაუჯდება წელს გადასახადის გადამხდელებს მთლიანობაში რთველის სუბსიდირება?