სახელმწიფო საწარმოების მოგება ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა ძირითადად, კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგების ხარჯზე. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოების წმინდა მოგებამ გასულ წელს 1.3 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 86%-ზე მეტი, სწორედ, კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგებაა. რას წერს მთავრობა ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში და როგორ მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის პროცესი, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააკეთა ამ თმასთან დაკავშირებით განცხადებები.