მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო შესყიდვებში მიმოწერის ახალი წესი ამოქმედდა - კომუნიკაცია მხოლოდ ოფიციალური ელფოსტით შეიძლება

შესყიდვების სააგენტო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბაზრის კვლევის წესში ცვლილება შეიტანა, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციებსა და პოტენციურ მიმწოდებლებს შორის კომუნიკაციის ახალ წესს აწესებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2026 წლის 13 იანვრის №80 ბრძანების მიხედვით, მიმოწერა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართით, რომელიც თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის არის განსაზღვრული. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ MRS მოდულის საშუალებით წარმოებული კომუნიკაცია.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართებიდან მიღებული ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, არსებობის შემთხვევაშიც კი, აღარ იქნება გათვალისწინებული.

ცვლილება შესყიდვების სფეროში არაფორმალური კომუნიკაციის გამორიცხვას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები